ის რაზეც ადამიანური რესურსების მენეჯერები ხმამაღლა არ საუბრობენ

 

ნებისმიერი პოზიციისთვის შესაბამისი კადრის არჩევა არც ისე მარტივი ამოცანაა, ადამიანური რესურსების მენეჯერები, იმისათვის რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ, ცდილობენ მოძებნონ მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაცია თქვენ შესახებ.

გგონიათ რომ ე.წ. HR მენეჯერები არ ათვალიერებენ თქვენ სოციალურ ქსელებში არსებულ გვერდებს? ან არ ინტერესდებიან თქვენი პირადი ცხოვრებით? ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად წარმოგიდგენთ რამოდენიმე პუნქტს, რომელიც ცხადყოფს თუ რა გზებს იყენებენ  ისინი ყოველდღიურად:

  1. ისინი ეძებენ თქვენ პერსონალურ ინფორმაციას:

სამუშაოს კანდიდატურის შერჩევისას ადამიანური რესურსების მენეჯერები  იყენებენ პირად ნაცნობებს, რომლებიც იგივე პროფესიის არიან და თქვენ ყოფილ სამსახურში მუშაობენ, იმისათვის რომ დამატებითი ინფორმაცია გაიგონ თქვენზე. მთავარი მიზანი არის რომ თქვენი პიროვნება დაინახონ არა თქვენი, არამედ მესამე პირის გადმოსახედიდან. ამ მეთოდით მათ შეუძლიათ გაიგონ მაგალითად თუ როგორი მუშაობის სტილი გაქვთ, თქვენი პიროვნების შტრიხები და ა.შ.

აღსაღნიშნავია რომ HR პროფესიონალები აქტიურად ათვალიერებენ თქვენ სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით კი LinkedIn-ს. თუ თქვენ თქვენი მოღვაწეობის სფეროში არ იცნობთ საკმარისად ბევრ ადამიანს, ეს თქვენ მინუსად ჩაითვლება, რადგან ლოგიკურად ჩნდება კითხვა ზედმეტად ხომ არ იქებთ თავს, როდესაც რეალურად არაფერს წარმოადგენთ?

ასევე, ყოველთვის ყურადღებით მოეკიდეთ თქვენ მიერ გაზიარებულ და დადებულ ბმულებს, რადგან ხშირად მენეჯერები თქვენ სოციალურ ქსელებს ამოწმებენ იმისათვის რომ ნახონ რაიმე უარყოფითი ხომ არ გაქვთ მათი კომპანიის შესახებ დაწერილი.

  1. თქვენი პირად ცხოვრება მნიშვნელოვანია !

მიუხედავად იმისა რომ კანონით იკრძალება ადამიანის პირადი სტატუტის მიხედვით გარკვეული დასკვნების გაკეთება, არ ნიშნავს იმას რომ რეალურ ცხოვრებაში ეს კანონი ჩუმად და უთქმელად დარღვეული არ არის.

როდესაც პიროვნება, რომელსაც მაგალითად მრავალშვილიანი ოჯახი ყავს, აგზავნის თავის მონაცემებს გარკვეულ პოზიციაზე, hr მენეჯერს უჩნდება შემდეგი, ლოგიკური კითხვა: შეძლებს კი ეს ადამიანი საქმის გაკეთებას და მართვას, როცა სახლში პატარა ბავშვები ელოდებიან?

გასაუბრების დროს კითხვა როგორიც არის: „როგორ ატარებთ დროს შაბათ-კვირას“ მიზანმიმართულია არამხოლოდ იმის დასადგენად თუ რა ინტერესები გაქვთ, არამედ გყავთ თუ არა ოჯახი და შვილები.

ბევრი ე.წ. „კლიშე“ HR სამყაროში, დღემდე არსებობს. ალბათ შეგიმჩნევიათ რომ ბევრ ახალგაზრდას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უჭირს პირველი სამსახურის პოვნა. ეს ფაქტი გამოწვეულია იმით რომ საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ახალგაზრდები „თავქარიანები“ არიან და იმის მაგიერ რომ საქმე დამთავრონ, დამატებითი დროს  გასართობად წასვლას ამჯობინებენ  სამსახურში დარჩენას.

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც რომ ხშირად ორსულებსაც აქვთ სამსახურის პოვნის პრობლემა, რადგან კომპანიებს ურჩევნიათ აიყვანონ თანამშრომელი, რომელიც უახლოეს მომავალში „თავდადებულად“ გაართმევს საქმეს თავს, ვიდრე კოლეგა რომელიც მოსვლიდან რამოდენიმე ხანში გრძელვადიან დეკრეტულ შვებულებაში გავა.

  1. ვაჭრობა ხელფასზე

შესაფერისი კანდიდატის ძებნის დროს, ხელფასზე მოლაპარაკება შერჩევის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად, HR სპეციალისტები გამსაუბრებელს „ანდობენ“ სასურველი ჯამაგირის თანხის დასახელებას. მიუხედავად იმისა რომ, ადამიანი რესურსების მენეჯერებმა ზუსტად იციან ის თანხა რომელიც გამოყოფილია ხელფასისთვის, ისინი აღნიშნულ თემაზე კითხვის დასმით აზუსტებენ თუ რამდენად იცით საკუთარი თავის ფასი და რამდენად გაქვთ რეალობის აღქმა განვითარებული. შესაბამისად, თუ დამწყებ პოზიციაზე განაცხადის გაკეთებისას ხელფასად კოლოსალურ თანხას მოითხოვთ, ეს თქვენ რეპუტაციაზე კარგად არ აისახება და დასაქმების შანსებს ერთი-ორად შეამცირებს.

თუმცა გონივრული სტრატეგიით, თქვენ შეგიძლიათ არამხოლოდ ყოველთვიური ხელფასის არამედ დაადგინოთ ინფორმაცია და დააკონკრეტოთ დეტალები თქვენი ყოველთვიური ბონუსის შესახებ .

  1. წასვლის განცხადების დაწერა ხანდახან გამართლებული ნაბიჯია

საშუალოზე დაბალი დონის დასაქმებულის სამსახურიდან საკუთარი სურვილით წასვლა, ვიდრე  მისი დათხოვნა, ბევრად უფრო კომფორტულია. არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც თვითონ მენეჯერები მიუთითებენ პიროვნებებს რომ აღნიშნული ნაბიჯი უნდა გადადგან. ამგვარი კომუნიკაციით ლიდერი აჩვენებს თავის თანამშრომელს რომ რეალურად, ორივე მათგანი დროს ფუჭად კარგავენ და იმის მაგიერ რომ კარდინალური ცვლილებების, ანუ განთავისუფლების ბრძანების დაწერა გახდეს საჭირო, სჯობს რომ კოლეგები ერთმანეთს ცივილიზებულად დაშორდნენ.

ალბათ, ხშირად გაგიგიათ თუ როგორ ჭორაობენ თქვენი ნაცნობები, მეგობრები ან თუნდაც თანამშრომლები იმ პიროვნებაზე, რომელსაც უფროსმა თავისი პოლიტიკით და უხეში ქცევით, აიძულა აღნიშნულ ადამიანს საკუთარი განცხადებისა და სურვილის საფუძველზე დაატოვებინა სამსახური. სტანდარტული შემთხვევებისგან განსხვავებით (ანუ, როდესაც თქვენი მმართველი მენეჯერი პირდაპირ და კორექტულად გეუბნებათ რომ წასვლა არის გამოსავალი თქვენი პრობლემის შემთხვევაში) ასეთი ფაქტები მიგვანიშნებენ იმაზე რომ დასაწყისშივე უფროსმა არასწორის კომუნიკაციის საფუძველზე ვერ განავითარა თანამშრომელი, ისე როგორც საქმისთვის იყო საჭირო.

ეს ფაქტი კი მაშინ მჟღავნდება და მწვავდება როდესაც, გადამწყვეტი დავალების შესრულებისას დასაქმებული პიროვნება უსუსურია და თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. ასეთი სურათი მენეჯერის პირდაპირ და ხისტ რეაქციას იწვევს, რომელიც დაკავშირებულია მის იმედების გაცრუებასთან. მსგავსი კონფლიქტი რეალურად მიგვანიშნებს რომ გუნდი ერთად ვერ მუშაობს და მომავალში სრული ფიასკოთი შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი. შესაბამისად, წასვლაზე განცხადების დაწერა შეიძლება ის ტაქტიკური ნაბიჯი იყოს, რომელიც თქვენ მომავალს განავითარებს.

მსგავსი ფაქტები თითქოს თვალში არ გვხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა საზოგადოებისთვის დახურულ კარებში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები.

 

წყარო: Business Insider

თარგმნა სალომე სილაგაძემ

You might also like