Browsing Category

ქართველი სუპერგმირი – გელა

    დილაა. გელა ისევ საცობშია. ისევ აგვიანებს. საცობში ფეისბუქს სქროლავს, სიგნალებით ხვდება, რომ შუქნიშანზე ყველა ფერი აინთო და ჩაქვრა. საპასუხოდ თვითონაც ასიგნალებს, აბა სხვას ხომ არ შეარჩენს სიგნალს. ან რატომ უნდა შეარჩინოს?!    გელა სამსახურში აგვიანებს, მაგრამ როდესაც შედის,…

გელას ღამე კარგად არ სძინავს. ლელაზე ფიქრობს. ლელა გუშინწინ გაიცნო, ახლობლის ქორწილში. ძალიან მოეწონა. მართალია ზუსტად არ იცის, სინამდვილეში ლელა როგორია, იმიტომ რომ ლელას ვიზაჟისტმა საოცრება ჩაიდინა. არაუშავს,  გელას, ლელა ისეთიც მოეწონება, როგორც სინამდვილეში არის. დილაა, გელას ისევ სამსახურში აგვიანდება.…

გელას შვებულება უნდა, მაგრამ ფული არ აქვს. ,,ბონუსიც” არ აუღია, კლიენტებთან არ უმართლებს და კიდევ იმიტომ, რომ ლარის კურსი დაეცა, და კიდევ იმიტომ, რომ ..... იმიტომ! გელა ცუდ ხასიათზეა, ,,ფეისბუქს“ ხსნის და ,,სქროლავს“, მერე კიდევ ,,სქროლავს”, თან სურათებს ათვალიერებს, ნახულობს,…

საშინლად წვიმს.  წვიმა ნელნელა უფრო ძლიერდება. გელა შარშია. მისი ძველი ,,ტროიკის“ მხოლოდ ერთი ფარი ანათებს, მეორე ფარი წინა შაბათს დალეწა ძმაკაცის ქორწილში. საქარე მინის საწმენდიც ცუდად მუშაობს. ისე წვიმს რომ მხედველობა თითქმის არ არის. გელას იდეა მოსდის და მოკლე გზას…

გელასთან ტელეფონი რეკავს.  ,,შეფი“ ეძახის. კაბინეტში უხმობს. მოკითხვის შემდეგ ეუბნება რომ მისი დაწინაურების დრო მოვიდა და განყოფილება უნდა ჩაიბაროს. მერე ბონუსზე და ხელფასზეც უთანხმდება. კიდევ ბენზინის ლიმიტს უზრდის და კორპორატიული მანქანის გამოყოფაზე ესაუბრება. ბოლოს ემშვიდობება და ულოცავს გელას ამ დამსახურებულ წარმატებას.…

გელას მაღვიძარა რეკავს რვა საათზე, მერე ცხრის ნახევარზე, მერე ცხრაზე, ბოლოს ათის ათ წუთზე. გელაც წამოხტება. მაგრად ეჩქარება. ,,უცბაშათ" მოწესრიგდება და სამსახურში ,,გაგაზავს". მაგარ საცობში მოხვდება იმიტომ რომ ეს ის დროა როდესაც ყველა გელა ერთბაშად გამოდის სახლიდან. გელა ნერვებზე მოიშლება…